საქართველოს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით, Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის ექსპერტებმა პრემიერ მინისტრსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პირველი პრეზენტაცია წარუდგინეს
18-06-2020, 11:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილიზაციის და განვითარების გეგმაზე მაღალი დონის  ექსპერტებთან მუშაობას განაგრძობს - Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დღეს პირველადი პრეზენტაცია წარუდგინეს, რომელიც ფისკალური, მონეტარული და სექტორული ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზსა და საერთაშორისო კონსულტანტების რეკომენდაციებს მოიცავდა.

 

 

ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს მთავრობის მხრიდან გატარებულ ღონისძიებებს ანტიკრიზისული და სექტორული მხარდაჭერის მიმართულებებით. საერთაშორისო კონსულტანტებმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული შეხვედრისას აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი პანდემიის დროს ემყარებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და გამოცდილებას. ექსპერტების თქმით, მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული ყველა ქმედება იყო სწრაფი და დროული.

 

 

შეხვედრისას, აღინიშნა, რომ დღეს, როდესაც მსოფლიო ახალი რეალობის წინაშეა და საუბარია ბიზნესების დივერსიფიკაციაზე, საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობები, როგორც მიღწევების, ისე საერთაშორისო რეიტინგების გათვალისწინებით, რომ გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი საინვესტიციო პლატფორმა.

 

 

პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე საქართველოს მთავრობა აშშ-ის განვითარების სააგენტოს და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით,  რამდენიმე სამუშაო ჯგუფის ფორმატში მუშაობს, მათ შორისაა: Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის ეკონომიკური ექსპერტები, კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორები და ქართველი ექსპერტები.  

 

 

ვიდეოკონფერენციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პრემიერის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი მონაწილეობდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი