ჩვენთვის მთავარია, რომ შევაჩერეთ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარება, ახლა ვართ მართვის სტადიაში, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
როგორც მან აღნიშნა, იქნება ეპიდემიის მეორე თუ მესამე ტალღა, ამაზე მეცნიერები მსჯელობენ.
„ჩვენთვის დღეს მთავარია, რომ აქამდე შევაჩერეთ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარება, ახლა ვართ მართვის სტადიაში. ჩვენ უნდა ვმართოთ, ერთი მხრივ, ახალი შემთხვევები და, მეორე მხრივ, თანდათან გახსნილი ეკონომიკა, რომ მოსახლეობამ იმუშაოს, შემოსავალი ჰქონდეს, ეს ბალანსი უნდა დავიჭიროთ. იქნება მეორე ტალღა, იქნება მესამე, იქნება მეოთხე, ამაზე მსჯელობენ სერიოზული მეცნიერები. არის იმისი დინამიკა, რომ ვირუსი თითქოს მცირდება, არა მარტო ჩვენთან, გლობალურადაც. შესაძლებელია, ეს შემცირება ზაფხულშიც გაგრძელდეს“,-აღნიშნა გამყრელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.