ნაძალადევის რაიონში კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია გრძელდება
18-06-2020, 13:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნაძალადევის რაიონში მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე 16 მისამართზე საცხოვრებელი შენობის სახურავი რეაბილიტირდა, რისთვისაც ნაძალადევის გამგეობამ 239 000 ლარი დახარჯა.

 

 

ერთ-ერთი პროექტი ზღვის უბნის Xბ კვ. N4 კორპუსში განხორციელდა, სადაც 1 020 კვ.მ ფართობზე დაზიანებული სახურავი ახლით შეიცვალა, ასევე, 200 გრძივი მეტრი ახალი წყალსაწრეტი მილები მოეწყო. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობამ ბიუჯეტიდან 36 622 ლარი გამოყო.

 

 

დასრულებულ პროექტთან დაკავშირებით კორპუსის რამდენიმე მცხოვრებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად შეხვდა.

 

 

„რაიონის მასშტაბით, აქტიურად ვაგრძელებთ საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. აღნიშნულ მისამართზე დავასრულეთ სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც 45 ოჯახი ცხოვრობს. სახურავის რეაბილიტაციასთან ერთად, კორპუსის მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურაც მოვაწესრიგეთ. შესრულებული სამუშაოებით ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

 

 

პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი