თავდაცვის მინისტრი ნატოს ძირითადი ჯგუფის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
18-06-2020, 17:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ახალ ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ ნორბერტ ჰესს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა პოლკოვნიკ ნორბერტ ჰესს წარმატებები უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

 

 

მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული, განხორციელებული პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

 

 

შეხვედრაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში თავდაცვის სამინისტროს ძალისხმევა და ამ კუთხით მიღწეული პროგრესი ხაზგასმით აღინიშნა.

 

 

საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლებასთან (SNGP Refresh) დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რაც თავის მხრივ ემსახურება საქართველოს ნატოსთან თავსებადობის გაზრდას, თავდაცვის შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებასა და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მზადების პროცესის ხელშეწყობას.

 

 

პოლკოვნიკმა ნორბერტ ჰესმა პირველი რანგის საზღვაო კაპიტანი შტეფან ანიჰოფერი შეცვალა, რომელიც SNGP-ის ძირითად ჯგუფს 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი