ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროს (დიაუბ) გადაწყვეტილებას, 1 ნოემბერს აზერბაიჯანში ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამ ქვეყანაში დამკვირვებელთა 400-წევრიანი მისიის გაგზავნის შესახებ, აზერბაიჯანის ხელისუფლებაში მკვეთრი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა განაცხადა, რომ დიაუბ-ის განცხადება მის მანდატს ეწინააღმდეგება. მის მიერ გამოთქმული მოსაზრების მიხედვით, როცა დიაუბ-ი ეუთო-ს წევრ, 100 მილიონზე მეტი მოსახლეობის მქონე სახელმწიფოებში 400-500 დამკვირვებელს აგზავნის, არანაირ ნორმალურ ლოგიკაში არ თავსდება ის, რომ 9.5 მილიონიანი მოსახლეობის მქონე აზერბაიჯანში მოკლე და გრძელვადიანი დამკვირვებელთა 400 წევრიანი მისია იგზავნება.
მამედიაროვის თქმით, დიაუბ-ის მანდატი პირველ რიგში არჩევნების ჩასატარებლად ეუთო-ს წევრი ქვეყნებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევას გულისხმობს. მინისტრი ირწმუნება, რომ მიღებულია საჭირო ზომები 1 ნოემბრის არჩევნების დემოკრატიული, სამართლიანი და გამჭვირვალე გზით ჩასატარებლად, ასევე დამკვირვებლებისათვის შექმნილია ყველა საჭირო პირობა.
tvfree.ge
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.