საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დიპლომატებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან კახა კუჭავასთან და ირაკლი კობახიძესთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძესთან და იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილე მიხეილ სარჯველაძესთან ერთად შეხვდა.
შეხვედრას შეერთებული შტატების, გერმანიის, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ელჩები დაესწრნენ.
საუბარი საპარლამენტო არჩევნების დროს, კოვიდ19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხებს შეეხო.
საქართველოს პარლამენტი, მთავრობასთან ერთად მუშაობს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ორიენტირებულ წესებზე, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ვირუსის გავრცელების პრევენციის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დასაცავად იქნება გამოყენებული.
შეხვედრას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე დაესწრო, რომელმაც ქვეყანაში და მსოფლიოში არსებულ ეპიდვითარებაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საპასუხო ქმედებებსა და კოვიდ19-თან
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.