მცხეთაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შენობა და ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა
19-06-2020, 11:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ, სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, მცხეთაში საპატრულო პოლიციის განახლებული შენობა და ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნეს.

 

 

საპატრულო პოლიციის შენობა თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება.

 

 

შენობა აღიჭურვა ახალი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით. განახლებულია როგორც შენობის ინტერიერი, ასევე, გარე პერიმეტრი.

 

 

შენობაში მოწყობილია დასაკითხი და ნივთმტკიცების ოთახები, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები. ნაგებობა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. პატრულ-ინსპექტორებისთვის მოეწყო მოსასვენებელი ოთახები.

 

 

ამავე შენობაში განთავსდა ერთიანი მომსახურების ცენტრი.

 

 

თბილისისა და რუსთავის შემდეგ, მცხეთა მესამე ქალაქია, სადაც მოსახლეობა 50-მდე საპოლიციო სერვისს „ერთი სარკმლის“ პრინციპით მიიღებს, მათ შორის: მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობა და სხვ.

 

 

საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრი აღჭურვილია ვიზიტორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებით. განახლებულ შენობაში საპატრულო პოლიციის 32 თანამშრომელი იმუშავებს.

 

 

მცხეთის ერთიანი მომსახურების ცენტრში დანერგილია განაცხადების ელექტრონული ფორმით მიღების სისტემა, რაც გამორიცხავს განცხადებებისა და საჩივრების ხელით შევსების აქამდე დამკვიდრებულ პრაქტიკას.

 

 

მომსახურების ცენტრში, ასევე განთავსებულია “ლიბერთი ბანკის” ფილიალი, სადაც მოქალაქეები შეძლებენ ჯარიმების გადახდას.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, გარდა უსაფრთხო საგზაო მოძრაობისა, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, ნაკლები დროის დანახარჯით, კომფორტულ გარემოში ისარგებლოს სამინისტროს სხვადასხვა მომსახურებით.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთიანი მომსახურების ცენტრის რეგიონული კომპონენტის დანერგვით საგრძნობლად იზრდება საპოლიციო სერვისების მიწოდების ეფექტიანობა და მცირდება სასურველი მომსახურების მიღების დრო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი