გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე, რომელსაც ასზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, ლევან დავითაშვილმა Covid-19-ით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის დასაძლევად მომზადებული ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში შემუშავებული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული პროგრამები ფერმერებს მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში დაეხმარება.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვაქვს განსაზღვრული, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება, როგორც ექსპორტისთვის, ისე თვითუზრუნველყოფის ზრდისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობას. სამინისტროს აქვს რამდენიმე კონკრეტული პროექტი, რომელიც უკავშირდება ორგანიზებულ აგროზონებს, რაც არის პლატფორმა, კვალიფიციური ინვესტორების მოსაზიდად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაზე, ბიზნესის პროგრამების მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ წარმოადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.