სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გორისა და ატენის ეპარქიას სტუმრობს. ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა.
უწმინდესი სოფლის ცენტრში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას და მიმდებარე სოფლებიდან ჩასულ მრევლს შეხვდა. შემდეგ კი პატრიარქმა გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტ ანდრიასთან და სხვა მღვდელმთავრებთან ერთად მავთულხლართებთან გადაინაცვლა, სადაც 2008 წლის ომის შემდეგ ვანიშვილის ოჯახი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა.
უწმინდესმა 84 წლის დავით ვანიშვილი და მისი მეუღლე დალოცა, ჯვარი და სანთლები აჩუქა, ასევე ვერცხლის სამაჯურები წარწერით "უფალო შეგვიწყალენ", ასევე ოჯახს გარკვეული თანხაც გადასცა.
უწმინდესმა დავით ვანიშვილს სთხოვა, რომ პატრიარქის ნაჩუქარი სანთლები ოჯახში ყოველდღიურად აანთონ. დავით ვანიშვილმა უწმინდესს შესჩივლა, რომ მავთულხლართებს მიღმა პატიმარივით ცხოვრობს.
"ძალიან ცუდ დღეში ვართ აქეთ, პატიმრებივით გვიწევს ცხოვრება ჩვენივე სახლში. უახლოესი დასახლებული პუნქტი ჩვენგან ოსური სოფელი წინაგარაა. პურზეც და მარილზეც ამ სოფელში მივდივართ. თუმცა იქ რუსულ ფულს გვთხოვენ, საიდან უნდა მოვიტანო რუსული ფული, ჩვენ მხოლოდ პენსიას გვაწვიდიან ამ ღობიდან და ის ქართული ფულია. ლარით მარილსაც კი არ გვაძლევენ. ახლა ჩემი მეუღლე მეუბნებოდა, აქ რომ მოვედით და გესაუბრებით, საღამოს შეიძლება მოვიდნენ რუსები და ამის გამო პასუხი მოგვთხოვონ", - განაცხადა უწმინდესთან საუბრისას დავით ვანიშვილმა.
პატრიარქმა მავთულხლართების მიღმა მოქცეული ოჯახი დალოცა და დააიმედა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მდგომარეობა მალე უკეთესობისკენ შეიცვლება.
დღესვე პატრიარქი ნიქოზს და შინდისსაც ეწვევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.