„ბიძინა ივანიშვილი - “ქართული ოცნება”: “ოპოზიციას გავანადგურებ, გავწყვეტ, გავაქრობ”!
მიხეილ სააკაშვილი - “ნაციონალური მოძრაობა”: “დავიჭერ ყველას, წავართმევ ქონებას”!
გიგა ბოკერია - “ევროპული საქართველო”: “არავის დავიჭერ”!
სამივე ლოზუნგი გახლავთ უკანონო, ანტიკონსტიტუციური და დიქტატორის ბოდვა.
სადაა თავისუფალი სასამართლო?
სად არის სასამართლოს კომპეტენცია?
სად არის დემოკრატიული და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და უფლებამოსილება?
ეს გახლავთ სასამართლოს და ხალხის ნების იგნორი!
ეს გახლავთ მიზეზი ჩვენი სახელმწიფოებრიობის მოსპობისა.
და მთავარი;
ეს გახლავთ ბლეფი, ისეთი ბლეფი, როგორიც შევარდნაძე-ხაინდრავა-ბურჯანაძე-მამალაძე-აბაშიძის და მავანთა “გასამართლების” მითი.
რამდენიმე აქტიური რეგვენი - რეჟიმისა და ოპოზიციის ბოტი, მხოლოდ ცოცხალი ბოტი, ფიქრობს, რომ ოქტომბერში ყველაფერს შეცვლის.
ამ გულანთებულ ბრიყვებს შევახსენებ, წაიკითხონ საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია.
ბლეფი, ბლეფი და, როგორც ბებიაჩემი იტყოდა, - “პაპიროზი პირში” - წერს სოციალურ ქსელში ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.