ეროვნულ გვარდიაში მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა
19-06-2020, 11:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ხელმძღვანელობს. ახლად დანიშნული მეთაურის პირველი სამუშაო დღე ეროვნულ გვარდიაში დროშის გადაბარების ცერემონიალით დაიწყო. ეროვნული გვარდიის დროშა ყოფილმა უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ პოლკოვნიკ რომან ჯოხაძეს ოფიციალურად გადასცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

 

ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე მოწყობილ პირად შემადგენლობას თავდაცვის ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მიესალმა და ახალი უფროსი წარუდგინა, პოლკოვნიკ ირაკლი ჭუმბურიძეს კი, ეროვნული გვარდიის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

გვარდიელებს სიტყვით მიმართა ახალმა მეთაურმაც. პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ აღნიშნა, რომ პირად შემადგენლობასთან ერთად ეროვნული გვარდიის განვითარებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.

 


დროშის გადაბარების ცერემონიამდე ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. 

 

 

ეროვნული გვარდიის მეთაურად დანიშვნამდე პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე პოლონეთში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკებში საქართველოს თავდაცვის ატაშე იყო. მას თავდაცვის ძალებში სხვადასხვა დროს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა, მათ შორის იყო გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, J2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში სამხედრო ექსპერტი. მუშაობდა ასევე, ეროვნულ გვარდიაში ჯერ ბატალიონის, შემდეგ კი საწვრთნელი ცენტრის მეთაურად. 

 

 

ეროვნული გვარდიის ყოფილი მეთაური, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე საქმიანობას თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში გააგრძელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი