მამუკა მდინარაძე: „ყველა გამოკვლევა მიუთითებს, რომ არც ცალკე და არც ერთად ოპოზიციას არჩევნებზე არანაირი შანსი არ აქვს“
19-06-2020, 12:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყველა გამოკვლევა, რეიტინგი, საზოგადოების განწყობა მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციას არც ცალკე და არც ერთად საპარლამენტო არჩევნებზე არანაირი შანსი არ აქვს,  - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

 

 

„ისინი უნდა მოემზადონ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, თუმცა ჩვენ ყველა ვარიანტში დიდი პასუხიგებლობით ვუდგებით არჩევნების საკითხს. თუ მათ ეყოლებათ საერთო მაჟორიტარები, შეგვიძლია, ვარაუდი გამოვთქვათ, რომ პირველ ტურში ყველაფერი დასრულდება „ქართული ოცნების“ გამარჯვებით, ხოლო თუ საერთო კანდიდატებზე ვერ შეჯერდებიან, შესაძლებელია, რამდენიმე ოლქში მეორე ტურიც კი გახდეს საჭირო, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა ოპიზიციის წარმომადგენელი დაამარცხოს.

 

 

მათ თავიანთი დღის წესრიგი და გარკვეული უთანხმოება აქვთ ე.წ. ოპოზიციურ ერთობაში, ვინ იქნება წარმომადგენელი და როგორ გაინაწილებენ ადგილებს. ჩემი აზრით, მათ რეალურად ილუზიაც კი არ აქვთ, რომ შეიძლება რაიმე ისეთ წარმატებას მიაღწიონ, რომ საუბარი იყოს მთავრობის დაკომპლექტებაზე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი