დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ასრულებს.
დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-6 კორპუსიდან მე-2 კორპუსამდე არსებულ გზის მონაკვეთზე ჯამში, 3 180 კვ.მ ფართობზე ასფალტის მეორე ფენა იგება. უკვე მოწესრიგდა ტროტუარი და 1 100 გრძ.მ ბორდიური მოეწყო.
პროექტისთვის, რომელსაც კომპანია „ბი ემ სი“ ახორციელებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარია გამოყოფილი.
ასფალტის მოწესრიგებამდე, გამგეობამ მიწისქვეშა კომუნიკაციებიც მოაწყო. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი გაკეთდა, რომლის არარსებობა მოსახლეობას წლების განმავლობაში გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა.
მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.