დასახელებული კანდიდატები, რომელთა შესახებაც წინასწარი მსჯელობაა, მიუღებელი არ უნდა იყოს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, მათ შორის პოლიტიკური სპექტრისთვის, - განაცხადა „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ.
„არ არის გამორიცხული, რომ ცალკეულ კანდიდატებს მხარი დავუჭიროთ, მაგალითად ნიკა მელიას, რომელიც გაცილებით უფრო ნაკლები „ნაციონალია“ ვიდრე ნებისმიერი სხვა“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, ზოგადად ყველა ოპოზიციურ ლიდერთან იყო კანდიდატებზე მსჯელობა, ამიტომ დღეს წარმოდგენილი გვარები მისთვის სიურპრიზი არ იქნება.
„ყველა პარტიის მხრიდან იყო მზაობა გამოთქმული, რომ ჩვენც გვყოლოდა მაჟორიტარი კანდიდატები, თუმცა პარტიაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვკონცეტრირდეთ საერთო კამპანიაზე და თბილისში არ წარმოვადგინოთ კანდიდატი.
რაც შეეხება ყველა კონკრეტულ კანდიდატს, არიან კანდიდატები, რომელთაც ღიად დავუჭერთ მხარს, არიან კანდიდატები, რომელთაც არ ვუჭერთ მხარს. ჯერ საბოლოო სია არ ჩამოყალიბებულა, ამიტომ ნუ მთხოვთ პასუხს იმაზე, ყველას დავუჭერ მხარს თუ ნაწილობრივ.
ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარი ამოცანა შესრულდება - ოპოზიცია ერთმანეთს არ დაუპირისპირდება და არ წაართმევს ხმებს. მთავარი ამოცანა იქნება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლოს მაჟორიტარების სრული ოკუპირება“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.