ელენე ხოშტარია, შალვა შავგულიძე, შალვა ნათელაშვილი, გიორგი ვაშაძე - ოთხივე ეს კანდიდატი შესაბამის ოლქებში არის საუკეთესო კანდიდატი იმისთვის, რომ პირველ ტურში დაამარცხონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.
„ის პოლიტიკური ძალები, ვინც თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული ამ იდეის განხორციელებაში, რა თქმა უნდა, არიან ერთიანი. ვინც უფრო სკეპტიკურად იყო განწყობილი მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატების იდეის მიმართ, მე იმედი მაქვს, რომ ისინიც შემოეუერთდებიან ამას. თუ არ შემოუერთდებიან, ის ხმები, რომელსაც პოლიტიკური ძალები დააგროვებენ ამ კანდიდატების გარშემო, იქნება საკმარისი პირველ ტურში გამარჯვებისთვის. კანდიდატების შერჩევისას კრიტერიუმები უნდა იყოს მარტივი, უნდა იყოს მეტნაკლებად წარმომადგენლობითი იმ სპექტრის, რაც არის ოპოზიციაში და რაც მთავარია, იყოს პირველ ტურში ხმების შემკრები. ასეთი კანდიდატები არიან ისინი, ვინც დასახელდა“ - განაცხადა ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.