ლანჩხუთის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ აკეთსა და მამათში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა
23-09-2015, 07:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის საპროექტო განყოფილების უფროსთან, ნუგზარ ბოლქვაძესთან ერთად აკეთსა და მამათში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, მამათში (ხელაძეების უბანში) რკინა-ბეტონის საფარი მოეწყო. უკვე დასრულებულია ამავე სოფლის საჯარო სკოლასთან მისასვლელი რკინა-ბეტონის გზა.


მამათის ადმინისტრაციულ ერთეულში 2014 წლისთვის განხორციელდა რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი: რეაბილიტაცია ჩაუატარდა მამათის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულ საბავშვო ბაღისთვის გამოყოფილ ოთახებს; ასევე გარემონტდა ამავე შენობაში განთავსებული ბიბლიოთეკა.


სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგად შეკეთდა შიდა მიმოსვლის გზა; გაიწმინდა და მოეწყო სანიაღვრე არხები.


აკეთში მდინარე სუფსის ადიდების გამო მოსახლეობის საყანე ფართობები იტბორებოდა. მოსახლეობა ნაპირსამაგრის სამუშაოების ჩატარებას ითხოვდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათი ეს მოთხოვნას დააკმაყოფილა და დღეს უკვე მდინარეზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის შედეგად აკეთის მაცხოვრებლებს ზემონახსენები პრობლემა მთლიანად მოუგვარდებათ.
აკეთში ასევე მიმდინარეობს საბავშო ბაღის სარემონტო სამუშაოები. გამგებელმა სამუშაოების მწარმოებელ ფირმას მშენებლობასთან დაკავშირებით შენიშვნები მისცა.


გასულ წელს აკეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს განხორციელდა რამდენიმე პროექტი: ჩატარდა შიდა გზის აღდგენითი სამუშაოები; ასევე, მოეწყო წყალმომარაგების სისტემა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი