როგორც პროფესიონალმა, შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილ-ადეიშვილის საუბრის ჩანაწერი ავთენტური არ არის, – განაცხადა ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, წყარო, სადაც ეს ჩანაწერი გამოქვეყნდა, მისთვის არ არის ვალიდური.
„მოვისმინე ფარული ჩანაწერი, მე არ ვიცი რა ჩავაფლავე. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, ჩემთვის ეს არ არის ვალიდური წყარო, რომელსაც დავეყრდნობოდი. ეს ფარული ჩანაწერი აკინძულია სიტყვა-სიტყვით. თუმცა, რაღაცები იკითხება ამ თემასთან დაკავშირებით, ჯერ ერთი კანონიერი არ არის, მაგრამ ავთენტური დანამდვილებით არ არის, ეს, როგორც პროფესიონალმა ისე შემიძლია გითხრათ. თუმცა, ვისაც რა არ უნდა ეთქვა, ამას კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, არ არსებობს უფრო აღმატებული ინტერესი ჩემთვის, ნიკა გვარამიასთვის, რომლის მთავარი ცხოვრების მიზანი არის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა, საქართველოში დემოკრატიული ხელისუფლების მოსვლა, თავისუფალი მედია, სიტყვის თავისუფლება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, არ არსებობს უფრო აღმატებული მიზანი ჩემთვის, ვიდრე ადამიანის სიცოცხლის დაცვაა, მით უმეტეს ჩემი თანამშრომლის და მით უმეტეს გიორგი გაბუნიასი, რომელიც უახლოესი მეგობარია ჩემი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.