პარასკევს, საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრობის, მეურვეობის კანდიდატების შერჩევის საპარლამენტო საკონკურსო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართა. კანდიდატებმა კომისიას არხის განვითარების საკუთარი კონცეფციები წარუდგინეს და კითხვებს უპასუხეს. კომისიამ საერთო ჯამში რვა კანდიდატს მოუსმინა და კენჭისყრით გადაწყდა, რომ პარლამენტის წინაშე რეკომენდაცია რვავე მათგანს გაეწიოს. ეს კანდიდატები არიან: ზაზა აბაშიძე, თამარ ამაშუკელი, ნათია კაპანაძე, გრიგოლ მურღულია, ბონდო მძინარაშვილი, დოდო შონავა, კონსტანტინე ჩლაიძე და ზაურ ხალილოვი.
"პირველი არხის" ცნობით, თავდაპირველად განაცხადი 10-მა პრეტენდენტმა გააკეთა, თუმცა მოგვიანებით ერთ-ერთმა მათგანმა, ოთარ შაორშაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, დარჩენილი ცხრიდან კი, დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთი, ნინო ჭალაგანიძე არ მისულა.
პირველი არხის სამეურვეო საბჭოს სამი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ქეთევან მსხილაძეს, ნინია კაკაბაძეს და გია იაკობაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ. სამ ვაკანტურ პოზიციაზე ერთი კანდიდატი პარლამენტს შესარჩევად უმრავლესობამ უნდა წარადგინოს, ორი კი – უმრავლესობის მიღმა დარჩენილმა პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთმა მეოთხედმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის სამი კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, 16 მარტს გამოცხადდა, თუმცა ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, 31 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე შეჩერდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.