სამგორის გამგეობა რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს. ვარკეთილის ზემო პლატოზე გახსნილი კიდევ ერთი ახალი სკვერი სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ დაათვალიერა.
ზემო პლატოს N51ბ კორპუსის მიმდებარედ 610 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო. სკვერში საბავშვო მოედანი ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი, საბაღე სკამები და ურნები განთავსდა. ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლა, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, გამწვანებული ზოლები გამოიყო და მოეწყო გარე განათების სისტემა.
პროექტის ღირებულება 91 620 ლარია. სამუშაოები სამგორის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ „არბა“ შეასრულა.
მიმდინარე წელს სამგორის რაიონში 4 სკვერის მოწყობა დასრულდა და 8 პროექტი მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.