ელენე ხოშტარია - „ქართულ ოცნებას“ ვაძლევთ დამატებით დროს, მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე, მესამე მოსმენამდე გამოუშვას გიორგი რურუა
20-06-2020, 15:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ ვაძლევთ დამატებით დროს „ქართულ ოცნებას“, რომ მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება და საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენამდე გამოუშვას გიორგი რურუა, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

 

 

მისი თქმით, ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ევროპული საქართველო“ 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, ორივე ნაწილში, დიდი პასუხისმგებლობით უდგება .

 

 

„ჩვენ განსხვავებით, სამწუხაროდ, ხელისუფლებისგან, დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით 8 მარტის შეთანხმების შესრულებას ორივე ნაწილში. გიორგი რურუა – პოლიტპატიმარი უნდა გამოვიდეს და მეორეს მხრივ, ჩვენ არ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ საშუალებას, რომ ჩააგდოს პროპორციული არჩევნები, რისი საფრთხეც, სამწუხაროდ, ხვალ არის.

 

 

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაძლევთ დამატებით დროს „ქართულ ოცნებას“, რომ მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება და მეორე, მესამე მოსმენამდე გამოუშვას გიორგი რურუა. ერთის მხრივ, ჩვენ გადავარჩენთ პროპორციულ არჩევნებს და მეორეს მხრივ, ვაძლევთ შანსს სრული ნორმალიზებისთვის გიორგი რურუას გათავისუფლებით“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

 

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ხვალ არის დაგეგმილი.

 

 

საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო“ კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

 

 

საქმე ეხება იმ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე მომზადდა. ამ ცვლილებების შედეგად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120-30 საარჩევნო მოდელით უნდა ჩატარდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი