თბილისის მერიის სამსახურები მზად არიან, აქციის მონაწილეებს ყველა ტექნიკური საკითხის ორგანიზებაში გაუწიონ დახმარება
20-06-2020, 16:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისის მერიის სამსახურები მზად არიან, აქციის მონაწილეებს ყველა ტექნიკური საკითხის ორგანიზებაში გაუწიონ დახმარება, - განაცხადა დედაქალაქის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა ლევან ჯღარკავამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 
ლევან ჯღარკავას განმარტებით, მას ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა აქციის ორგანიზატორებთან, სადაც კონკრეტულ დეტალებზე შეთანხმდნენ. მან ორგანიზატორებს ასევე, გააცნო უსაფრთხოების ის აუცილებელი წესები, რაც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ კოვიდ19-თან დაკავშირებით არის განსაზღვრული. 
„დღევანდელი აქციის მონაწილეებმა თბილისის მერიას მიმართეს აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით. დედაქალაქის სამსახურები და კერძოდ, მუნიციპალური ინსპექცია მზად არის, გაუწიოს დახმარება ღონისძიების ჩატარების კუთხით ყველა ტექნიკურ საკითხში. მქონდა შეხვედრა ორგანიზატორებთან, სადაც დაფიქსირდა, რომ მათ სურთ რუსთაველის გამზირის გადაკეტვა 16:00 საათიდან. გზის გადაკეტვის შემდეგ, ჩვენ მათ დავეხმარებით ყველა საკითხში, რაშიც დახმარება დასჭირდებათ “, - განაცხადა ლევან ჯღარკავამ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი