მაკო გომური: „ჩემი სახისა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, ერთი წლის შემდეგ არაფერი შეცვლილა“
20-06-2020, 18:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსთაველის გამზირზე, სადაც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებიდან, ერთი წლის თავზე აქცია კვლავ გაიმართება. მოსამზადებელ სამუშაოებზე იმყოფებოდა მაკო გომური, რომელმაც ერთი წლის წინ, 20-21 ივნისის აქციებზე თვალი დაკარგა.

 

 

გომურის განცხადებით, მისთვის არაფერი შეცვლილა და დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან კვლავ იმ მოთხოვნით არის მისული, რის გამოც ზუსტად ერთი წლის წინ თვალი დაკარგა. 

 

 

"20 ივნისი ჩემთვის რთულად გასახსენებელი დღეა. სიმართლე გითხრათ, არაფერი შეცვლილა, გარდა ჩემი სახისა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისა. მივიღეთ დაპირება პროპორციულ არჩევნებზე, რომელიც ჩააგდეს და რაღაც მოგვიგდეს. 

 

 

ჩემი მოთხოვნა არის იგივე, რაც ერთი წლის წინ იყო, რომ ყველამ ერთხმად დაგმოს რუსული ოკუპაცია და აღიარონ, რომ რუსეთი არის ჩვენი მტერი. შემდეგი არის იმ ადამიანების საქმე, რომლებიც 20 ივნისს დაშავდნენ, დაკარგეს თვალები, დაუსახიჩრეს სახეები და ა.შ."- განაცხადა მაკო გომურმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი