ნოდარ რუხაძე: „მზად ვართ, ეს ბრძოლა მივიყვანოთ ბოლომდე, ამ ბრძოლის ფინალი არის რუსული ხელისუფლების დასრულება მშვიდობიანი გზით“
20-06-2020, 19:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართულმა ოცნებამ“ ერთი წლის განმავლობაში ვერაფერი ისწავლა და ისინი კვლავ აგრძელებენ ამ ცინკურ დამოკიდებულებას საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში სამოქალაქო აქტივისტმა, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორმა, ნოდარ რუხაძემ 20-21 ივნისის აქციასთან დაკავშირებით. 

 

 

ნოდარ რუხაძის თქმით, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში დადგებოდა პრემიერ მინისტრის გადადგომის საკითხი იმ განცხადების შემდეგ, რომელიც პრემიერმა გააკეთა.

 

 

„ნებისმიერ დასავლურ, ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში მსგავსი განცხადების შემდეგ დადგებოდა პრემიერის გადადგომის საკითხი დღის წესრიგში. ეს მმართველი ძალა, ეს ადამიანები მოკლებულები არიან საზოგადოების ლეგიტიმაციას, მათ დაკარგეს ეს ნდობა 20 ივნისის ღამეს, როდესაც რეალურად გამოავლინეს საკუთარი სახე, გამოავლინეს ის, თუ რა დგას მათ მიღმა და რას ემსახურებიან საქართველოში, როგორი პოლიტიკის გატარებას აპირებენ საქართველოში და რას აკეთებენ ბოლო 7 წლის განმავლობაში ეტაპობრივად და ეს ძალიან კარგად ჩანს კონგრესმენების გზავნილებში და მათ დამოკიდებულებაში კონგრესმენებისადმი.

 

 

მე შეგახსნებეთ, რომ არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელებისთვის ვერ გაიმეტეს ამ ადამიანებმა კრიტიკა, მაგრამ არ იშურებენ ცუდ სიტყვებს იმ ადამიანებზე, რომლებზეც რეალურად დგას ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული უსაფრთხოება და მშვიდობიანი განვითარება და კონგრესმენებს იხსენიებენ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებად ან დაბალი რანგის ჩინოვნიკებად“, - განაცხადა რუხაძემ.

 


მან „ევროპული საქართველოს“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვით პარტია ხვალ კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს და კენჭისყრას პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს.

 


„ვფიქრობ, რომ სწორი პოზიციაა, რადგან 8 მარტის შეთანხმება შედგებოდა ორი პუნქტისგან და შეუძლებელია, შეთანხმება შესრულებულად განიხილო მაშინ, როდესაც ერთი პოლიტიკური პატიმარი, გიორგი რურუა კვლავ ციხეში რჩება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე და მხარდამჭერი იყო და ბიძინა ივანიშვილმა პირადად მასში დაინახა საფრთხე. რეალურად, ჩვენი სამოქალაქო მოძრაობის, ჩვენი სამოქალაქო პროტესტის უმთავრესი მიზანი 20 ივნისიდან დღემდე არის ის, რომ მივიღოთ მრავალპარტიული, მრავალფეროვანი პარლამენტი, სადაც მოქალაქეთა აზრი იქნება გათვალისწინებული და პროპორციულად აღქმული პარლამენტის დაკომპლექტებისას, იმიტომ, რომ ვერასდროს ქვეყანაში ვერ მოვიდეს ერთი კონკრეტული პარტია ერთი კონკრეტული ძალაუფლებით და შეძლოს მმართველობის ყველა რგოლის უზურპირება, როგორც ეს გააკეთა წინა ხელისუფლებამ, როგორც ამას აკეთებს ეს ხელისუფლება, ამიტომ, ბრძოლა გრძელდება, ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს ბრძოლა არ იქნებოდა მარტივი, არ დამთავრდებოდა ერთ, ორ ან სამ კვირაში, ამიტომ, მზად ვართ, იმ ადამიანების მხარდაჭერით, რომლებიც 20 ივნისს გამოვიდნენ ქუჩაში, რომ ეს ბრძოლა მივიყვანოთ ბოლომდე და ამ ბრძოლის მიზანი არის რუსული ხელისუფლების დასრულება და მშვიდობიანი გზით დასრულება პროპორციული ან თითქმის პროპორციული არჩევნების გზით“, - განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

 

კომენტარები: 1
#1   edisher
      
ხელისუფლების დასრულების შემდეგ რის გაკეთებას აპირებთ? მხოლოდ ნგრევის სურვილი გაქვთ თუ შენებისაც?
20 ივნისი 2020 12:02
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი