ამერიკელი მწერალი დევიდ ჰოროვიცი: „ტრამპი უბრალოდ კი არ მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებს, არამედ მოიგებს გამანადგურებელი შედეგით“
20-06-2020, 23:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ებრაელთა დიდი რაბინის მარკუს ჰოროვიცის შვილთაშვილი დევიდ ჰოროვიცი განთქმულია თავისი პოლიტიკური პროგნოზებით, რომელთაგან თითქმის ყველა ახდა. დევიდი ცნობილი მწერალი და პოლიტიკური მოღვაწეა აშშ-ში. მან ახალი წიგნი გამოსცა, რომელიც „ამაზონის“ ბესტსელერად მყისვე იქცა. წიგნის სათაურია „ტრამპი წალეკავს მემარცხენეებს და მოიგებს“.

 

 

წიგნში ჰოროვიცი ამბობს, რომ ტრამპი უბრალოდ კი არ მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებს, არამედ მოიგებს გამანადგურებელი შედეგით. ტრამპის მომხრე უმრავლესობის დუმილს კი ხსნის იმით, რომ ბევრს ეშინია, დემოკრატებმა და ლიბერალურმა მედიამ ტრამპის მხარდაჭერისთვის რასისტის იარლიყი არ მიაკეროს. (ჩვენთან რასიზმი იმდენად აქტუალური არ არის და „კრემლის აგენტის“ იარლიყს ამუშავებენ) ამიტომაც ამერიკულ სოციოლოგიურ კვლევებში რთულია რეალური სურათის დანახვა - დაახლოებით მსგავსი სიტუაცია იყო 2012 წელს საქართველოში, როდესაც ტეორორის და შიშის ფაქტორის გამო ხალხი მალავდა თუ ვის უჭერდა მხარს და საარჩევნო ყუთთან კი უარი უთხრა მტაცებლებს.

 

 

P.S. ჰოროვიცის მშობლები სტალინისტები იყვნენ და ამერიკის კომუნისტური პარტია 1956 წელს მე-20 ყრილობაზე ხრუშჩოვის ცნობილი მოხსნების შემდეგ დატოვეს“, წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი