არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერია განსაზღვრული და ის ძალაშია
21-06-2020, 12:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს. საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120/30 პროპორციით. 120 მანდატი პროპორციული - პარტიული სიით გადანაწილდება, ხოლო 30 მაჟორიტარული.

 

 

ამ სისტემით, იმოქმედებს 1%-იანი ბარიერი, ბლოკების შემთხვევაში კი ბარიერი იმდენი პროცენტი იქნება, რამდენი პოლიტიკური პარტიაც იქნება გაერთიანებული ბლოკში. ასევე იმოქმედებს ე.წ. 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი, რაც იმას გულისხმობს, რომ პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ ჩამოაყალიბებს.

 

 

თბილისის გარდა, აღმოსავლეთ საქართველოში 10 მაჟორიტარული ოლქი იქნება, დასავლეთ საქართველოში კი 12 მაჟორიტარული ოლქი.

 


კანონპროექტის თანახმად, თუკი 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა დადგება დღის წესრიგში, ნებისმიერ ასეთი არჩევნები უკვე არსებული 120/30 პროპორციით ჩატარდება. 2024 წელს კი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით გაიმართება.

 

 

თუკი 2024 წლამდე ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები გაიმართება, ახალი პარლამენტი არა 4 წლის ვადით, არამედ მხოლოდ 2024 წლის ოქტომბრის ბოლომდე იქნება არჩეული.

 

 

მაჟორიტარულ კანდიდატად პირის წარდგენა შეეძლება როგორც პარტიას/ბლოკს, ასევე საინიციატივო ჯგუფს. ამასთან, არაკვალიფიციურ პარტიას არჩევნებში მონაწილეობისთვის ცესკოში 5 000 ხელმოწერის წარდგენა დასჭირდება, 25 000-ის ნაცვლად.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერია განსაზღვრული და ის ძალაშია.

 


„ჩვენ ვუზრუნველყოფთ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას“, განაცხადა თალაკვაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა უცხო ქვეყნების ელჩებს, რომლებიც პროცესში იყვნენ ჩართული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი