ემზარ კვიციანმა, რომელმაც „პატრიოტთა ალიანსი“ ივნისში დატოვა და პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად არის წარმოდეგნილი, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, რადგან „ქართველ ხალხს არავინ არაფერს არ ეკითხება“ და დავიწყებულია „ქართული ოცნების“ 2012 წლის 1 ოქტომბრის დანაპირები - „სამართლიანობის აღდგენის“ თაობაზე.
„შექმნილი ვითარება მე მაგონებს ერთ საინტერესო ამბავს, რომელსაც მოგიყვებით. შარშან, ნოემბერში ვიმყოფებოდი ევროპარლამენტში, სადაც ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, ქალბატონმა მარინამ თქვა ასეთი სიტყვები, რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ოპოზიცია მთლიანად ერთად დავსვათ და იძულებული გავხადოთ ხელისუფლება, რომ პროპორციულზე გადავიდესო, არჩევნების სისტემა შეცვალოსო. ეს სურათი არის დახატული დღეს ამ დარბაზში. ანუ რა გამოდის? ქართველ ხალხს არავინ არაფერს არ ეკითხება საერთოდ და არც თქვენ არაფერს არ გეკითხებათ, ჩვენზე რა თქმა უნდა, ლაპარაკი ზედმეტია და ამიტომ არის ეს ყველაფერი მარაზმი, სირცხვილი, რომ ჩვენ, ქართველები, ქართულ საქმეს ვერ ვაკეთებთ და ეს არის მთელი უბედურება, თორემ მე დიდი სიამოვნებით დაგიჭერდით მხარს, ერთი პატარა ცვლილება, რომელიც ქართველ ხალხს სჭირდება გადასარჩენად, შეგეტანათ, ასეთი პუნქტი - (არჩევნებში ხმის მიცემის ვალდებულების ცვლილება) და დაგიჭერდით მხარს, მაგრამ არჩევნები არ ტარდება სამართლიანი და რა მნიშვნელობა აქვს 120/30-ზე იქნება თუ 30/120-ზე, ესაა მთელი უბედურება... აცხადებს ოპოზიცია და ქვეყნის მტრები, 8 მარტის დანაპირები, 8 მარტის დანაპირები, 2012 წლის 1 ოქტომბრის დანაპირები არ გახსოვთ - მთავარი დანაპირები, რისთვისაც ხალხმა აირჩია და ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ - სამართლიანობის აღდგენას რატომ არ ითხოვენ და რატომ არ იძლევიან რეკომენდაციებს ელჩები, იმიტომ, რომ იმათგან მოდის სწორედ ის, რომ ქართველი ხალხი უნდა შესუსტდეს, ამას ემსახურება ეს ყველაფერი და ამიტომ არ მივცემ ხმას, პირიქით წინააღმდეგი ვარ“, განაცხადა ემზარ კვიციანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.