არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც არსებობდა შეთანხმება საზოგადოებაში
21-06-2020, 15:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის პირველი მოსმენით კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც არსებობდა შეთანხმება საზოგადოებაში, რაც მისი თქმით, აჩენს იმის ეჭვს, რომ ამ პარტიამ „მომავალში რამეზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა“.

 


„მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ოპოზიციის საერთო პოლიტიკურ ლიდერად გამოაცხადეს ბატონი გიორგი რურუა. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ეს ორი პოლიტიკური პარტია ამაშიც ატყუებს საზოგადოებას, როდესაც ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმების გამო ისინი მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. რატომ ატყუებს საზოგადოებას, მე ვეცდები, ძალიან მოკლედ აგიხსნათ. ისინი ამბობენ, რომ სურთ ხელისუფლების შეცვლა, რადგან თითქოს ჩვენი ხელისუფლების პირობებში მართლმსაჯულება არ არის დამოუკიდებელი. ცვლილებების მიღწევის ერთადერთი გზა არის არჩევნები. მათივე განმარტებით, არჩევნები რომ იყოს უფრო მეტად სამართლიანი და კონკურენტული, საჭიროა პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემის მიღება. სისტემას, რომელსაც დღეს ვუყარეთ კენჭი, მათ მხარი არ დაუჭირეს, რაც მთლიანად ანგრევს ლოგიკას და აჩვენებს საზოგადოებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ეს ნარატივი პრაქტიკულად არის სიმულაცია და თვალთმაქცობა. მე ვერ ვიხსენებ პოლიტიკის ისტორიაში ვერც ერთ ფაქტს, როდესაც ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ, ამ შემთხვევაში შეძლო, რომ მხარი არ დაეჭირა იმისთვის, რაზეც ამბობს, რომ მხარს უჭერს. ისინი ამბობენ, რომ მხარს უჭერენ ამ ცვლილებებს, რომელიც საჭიროა, რომელიც კარგია, მაგრამ ასევე დღეს გამოჩნდა, რომ მათ კენჭისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა და მხარი არ დაუჭირეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც არსებობდა შეთანხმება. ჩნდება კითხვა, შეძლებს თუ არა ეს პოლიტიკური პარტია, მომავალში რამეზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა – ამ კითხვაზე პასუხი საზოგადოებისთვის მიგვინდია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ. რეგისტრაცია 142-მა დეპუტატმა გაიარა.

 


საარჩევნო სისტემაში შეტანილი ცვლილების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120/30 პროპორციით. 120 მანდატი პროპორციული - პარტიული სიით გადანაწილდება, ხოლო 30 მაჟორიტარული ოლქების მიხედვით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი