არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე განახლებული პოლიტიკური გუნდითა და პროგრამით წარდგება
21-06-2020, 16:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე განახლებული პოლიტიკური გუნდითა და პროგრამით წარდგება.

 


მან იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოგვარდა.

 


„ქართულმა ოცნებამ“ შეძლო და უზრუნველყო ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა, ეს იყო საყოველთაო ჯანდაცვა, ეს იყო ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამა, ეს იყო გამოყოფილი დაფინანსება ამ მიმართულებით, ეს იყო ადამიანის უფლებების დაცვა. გახსოვთ, სისტემური პრობლემები ჰქონდა ქვეყანას ამ სფეროში.

 


„ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ასევე, ეფექტური საგარეო პოლიტიკის გატარება, საქართველომ მიიღო უვიზო რეჟიმი, საქართველომ მიიღო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები. საქართველომ უპრეცედენტო მაღალ ნიშნულზე აწია საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები და მიიღო ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, სადაც გვაქვს ხელშესახები პროგრესი.

 


საქართველოს ხელისუფლებამ ამ წლების განმავლობაში უზრუნველყო მშვიდობა და სტაბილურობა, ჩვენი ქვეყანა არ ჩართულა არც ერთ შეიარაღებულ პროვოკაციაში და ურყევად ინარჩუნებდა მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ასევე, წვლილი შეჰქონდა ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო მისიებში, როგორსაც ნატო ატარებს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე რთულ წერტილებში.

 


ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის მიმართულებით ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ და ხედავთ, რომ საქართველოს დღეს აქვს ახალი მაგისტრალები, საქართველოს აქვს რეგიონებში, სოფლებში ახალი ინფრასტრუქტურა. ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის სფეროში. ეს არის უფრო ვრცელი საუბრის საგანი, მაგრამ ძალიან მოკლედ ეს არის, რატომაც ჩემის აზრით, მოქალაქეებმა მხარი უნდა დაუჭირონ „ქართულ ოცნებას“. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები სამომავლოდ, ჩვენი პოლიტიკური პარტია, „ქართული ოცნება“ მზად არის, აიღოს მომავალზეც პასუხისმგებლობა. ჩვენ გვჯერა ჩვენი მოქალაქეების და წარვდგებით ამ არჩევნებში განახლებული, სოლიდური პროგრამით და განახლებული პოლიტიკური გუნდით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 


საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ. რეგისტრაცია 142-მა დეპუტატმა გაიარა.

 


საარჩევნო სისტემაში შეტანილი ცვლილების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120/30 პროპორციით. 120 მანდატი პროპორციული - პარტიული სიით გადანაწილდება, ხოლო 30 მაჟორიტარული ოლქების მიხედვით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი