ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე და მესამე მოსმენაზე მონაწილეობას მიიღებს თუკი „შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე იქნება შესრულებული“, „წინააღმდეგ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობისა“ მონაწილეობის გარეშე, ეს კონსტიტუცია და მომავალი არჩევნები არ იქნება სრულფასოვანი“.
„მივესალმებით პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას. ეს ნიშნავს, რომ შეთანხმების ერთი ნაწილი არის შესრულებული. ახლა დარჩა მისი მეორე ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. როდესაც ეს შეთანხმება იქნება შესრულებული, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე და მესამე მოსმენაზე მიიღებს მონაწილეობას. ეს იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული საერთო კონსენსუსით, რაც მეტ პოლიტიკურ სტაბილურობასა და მეტ ნდობას შემატებს საარჩევნო პროცესს ქვეყანაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მრავალი ოპოზიციური პარტიის მონაწილეობის გარეშე, ეს კონსტიტუცია და მომავალი არჩევნები არ იქნება სრულფასოვანი. ამიტომ, იმედს ვიტოვებთ, რომ მალე შეთანხმების ორივე მხარე იქნება სრულფასოვნად შესრულებული, რაც საშუალებას მოგვცემს დავბრუნდეთ დარბაზში“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
ჟურნალისტის კითხვას, ნიშნავს თუ არა რურუას გათავისუფლების მოთხოვნა, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში მართლმსაჯულების სისტემაში ჩაერევა, რომან გოცირიძემ უპასუხა, რომ „ხელისუფლება სასამართლო პროცესებში ერევა და ეს ყველამ კარგად იცის“.
„ხელისუფლება რომ ერევა სასამართლო პროცესებში, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო. მით უმეტეს, გიორგი რურუასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არის ძალიან მარტივია. ევროპის არც ერთ ქვეყანაში, დამნაშავეც რომ ყოფილიყო ამ საქმეში გიორგი რურუა, აღკვეთის ღონისძიებისა სახით წინასწარი პატიმრობა არ არის გამოსაყენებელი. ხომ არ ვამბობთ, რომ გიორგი რურუა უდანაშაულოდ გამოაცხადონ, ვამბობთ, რომ შეწყდეს წინასწარი პატიმრობის პროცესი და გაგრძელდეს გამოძიება ჩვეულ რეჟიმში, თორემ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარი ნებით არ გაათავისუფლა, ეს იცის ბავშვმაც კი“, აღნიშნა რომან გოცირიძემ.
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ. რეგისტრაცია 142-მა დეპუტატმა გაიარა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ნაციონალურ მოძრაობას“.
საარჩევნო სისტემაში შეტანილი ცვლილების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120/30 პროპორციით. 120 მანდატი პროპორციული - პარტიული სიით გადანაწილდება, ხოლო 30 მაჟორიტარული ოლქების მიხედვით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.