თამარ ჩერგოლეიშვილი: სააკაშვილმა თავისი გაიტანა, მას უნდა, რომ რევოლუციური სცენარით წავიდეს მოვლენები
21-06-2020, 17:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„შევდივარ მელიას მდგომარეობაში - გულწრფელად თქვა გუშინ ჩვენთან საუბარში, რამდენიმე სიმძიმის ცენტრია ჩვენს პარტიაში და ეს ართულებს გადაწყვეტილებების მიღებასო.

 

გუშინ მელია მიესალმა ევროპული საქართველოს გადაწყვეტილებას, რომ ივანიშვილს, პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების და ოპოზიციაზე დაბრალების შანსი არ მისცეს.

 

მიზეზი მარტივია - პირველ მოსმენაზე ჩავარდნა ნიშნავს, რომ თვეები დასჭირდება ცვლილებების ხელმეორედ შეტანას.

 

მეორე და მესამე მოსმენაზე იგივე შეზღუდვები არ მუშაობს - იმავე დღეს შეაბრუნებენ, რა წუთშიც დასავლეთი კონკრეტულ ზომებს მიიღებს (და მიიღებს).

ნებისმიერი კანონი სამი მოსმენით მიიღება.

 

რატომ უნდა მისცე ბიძინას შანსი, პირველივე მოსმენაზე ჩააგდოს და ოპოზიციას დააბრალოს?

 

მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილმა თავისი გაიტანა.

 

სააკაშვილს უნდა, რომ პროპორციული არჩევნები ჩავარდეს და რევოლუციური სცენარით წავიდეს მოვლენები.

 

(ვერ ხვდება, რომ თვითონ ვერც ამ სცენარით იხეირებს - რევოლუციონერები ქართველებს ადგილზე უნდათ და არა კიევის ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში)

გამოშტერდა და ტაქტიკური ჭკუაც აღარ აქვს შერჩენილი.

 

ევროპულმა საქართველომ, საბედნიეროდ, ჭკუა იხმარა და ბურთი ბიძინას მოედანზე გადააგდო.

 

თუ ჩავარდება - ნაცებს და ქოცებს შეეტენებათ ❤

 

ხალხიც და დასავლეთიც - ნაცებზე და ქოცებზე გაბრაზდება“, წერს სოციალურ ქსელში „ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი