ნავთობის ფასის შემცირების ტენდენციას აზერბაიჯანშიც შეშფოთებით აკვირდებიან
23-09-2015, 09:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მსოფლიოში ნავთობის ფასის შემცირება არა მარტო რუსეთის, არამედ აზერბაიჯანის ეკონომიკაზეც ძალიან უარყოფითად მოქმედებს, რადგან ამ ქვეყნის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი (65%-ზე მეტი) სწორედ ნავთობის სექტორის ხარჯზე ივსება. ბუნებრივია, რომ ეს ფაქტი ძალიან აწუხებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას. ბოლო თვეების განმავლობაში თავის გამოსვლების დროს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეკონომიკის სხვა სექტორების სწრაფი განვითარებისა და ნავთობზე დამოკიდებულების მაქსიმალურად შემცირების აუცილებლობას ხშირად უსვამს ხაზს.


აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობაში მყოფი ანალიტიკური-ინფორმაციული პორტალის Newtimes.az-ის ანალიტიკოსების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ავტორიტეტული დასავლური მედია და ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ნავთობის ფასის შემცირება ეკონომიკურ მიზეზებთან, კერძოდ, ნავთობის გამომუშავების გაზრდისა და მასზე მოთხოვნილების შემცირების შედეგად ბაზარში ჭარბი ნავთობის არსებობასთან არის დაკავშირებული, აშკარაა, რომ ამ პროცესში პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც, განსაკუთრებით აშშ-ს პოლიტიკა, არანაკლებ გადამწყვეტ როლს თამაშობს.


აზერბაიჯანში გარკვეული შიშით აკვირდებიან ასევე ირანსა და დასავლეთს შორის შერიგებისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის პროცესს. აზერბაიჯანელი ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ ფაქტზე, რომ ირანის მიმართ სანქციების ჯერჯერობით მოქმედების პირობებში, როცა მხოლოდ ირანული ნავთობის ევროპის ბაზარში გადაზიდვის მოლოდინი არსებობს, ეს უკვე გავლენას ახდენს ნავთობის ფასზე. მათი აზრით, ეს არანორმალური მოვლენაა, და მთლიანად აიხსნება პოლიტიკური მანიპულიაციებით.


Newtimes.az-ში გადმოცემულია ასევე ირანის პოზიცია – ამ ქვეყანას ნავთობის სამართლიან ფასად 70-80 დოლარი მიაჩნია. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანელი ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ ირანი ასეთი დაბალი ფასების პირობებშიც კი ნავთობის მაქსიმალურად გამომუშავებას შეეცდება, რომელიც ნავთობის ფასს კიდევ უფრო შეამცირებს.


დღეს არსებული ტენდენცია იმაზე მიუთითებს, რომ ნავთობის ფასი ახლო მომავალში 30-40 დოლარამდე ჩამოვარდება, და ანალიტიკოსების ძირითადი საზრუნავია იმის გარკვევა, თუ რამდენ ხანს დარჩება ნავთობის ფასი ასეთ მინიმალურ დონეზე, ანუ რამდენ ხანს გაუმკლავდება რუსეთის ეკონომიკა ამ პროცესებს და დასავლეთთან კონფრონტაციის რეჟიმს.



tvfree.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი