კოვიდინფიცირების ორივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია
22-06-2020, 11:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღე-ღამეში გამოვლენილი 2 ახალი ინფიცირების შემთხვევიდან ორივე შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია - პაციენტები საკარანტინო სივრციდან არიან, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

 

 

„გვქონდა 906 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ორი და გახდა 908. გამოჯანმრთელდა ექვსი და ამჟამად არის 761. ორი ახალი შემთხვევა შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევაა საკარანტინო სივრციდან“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

 

 

მისივე ინფორმაციით, საქართველოში ბოლო ორ დღეში დადასტურებული ახალი შემთხვევების ინფიცირების წყარო ცნობილია.

 

 

„გუშინ დადასტურებული რვა ახალი შემთხვევიდან ერთი იყო ბოლნისის, ერთი მარნეულის, დანარჩენი ექვსი იყო შემოტანილი შემთხვევა. ბოლო რამდენიმე ხანია, ყველას წყარო ცნობილია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

 

 

ეზუგბაიას განმარტებით, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 133 პაციენტი მკურნალობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი