თერჯოლის გამგეობასა და წყალმომარაგების კომპანიას შორის შეთანხმების შედეგად აბონენტთა რაოდენობა 200 ოჯახით გაიზრდება
23-09-2015, 10:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით გამგეობის თანამდებობის პირებსა და „საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას“ შორის შეხვედრა გაიმართა და მათ შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად აბონენტთა რაოდენობა მუნიციპალიტეტში 200 ოჯახით გაიზრდება.


შეხვედრას ესწრებოდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე, მოადგილეები თემურ ქოჩიაშვილი და ნაუმ სარდანაძე, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გენერალური დერექტორი ზაზა სიხარულიძე, ასევე თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ლილუაშვილი.


თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ქ. თერჯოლაში კომპანია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აწარმოებს წყალმომარაგების სისტემის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და მშენებლობას-მილების შეცვლასა და გამრიცხველიანებას. პროექტირების პროცესში გამორჩენილი იყო რამოდენიმე უბანი: ჩაის ფაბრიკის დასახლება, ჯაბიძის ქუჩა, ლილუაშვილებისა და კუპატაძეების უბნები.


თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, მოხდა შეთანხმება წყალმომარაგების კომპანიასთან იმის თაობაზე, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ გზის კეთილმოწყობის სამუშაოების ხარჯებს გამგეობა გაიღებს, ხოლო დაზოგილი თანხით ( დაახლოებით 200 000 ლარი) მოხდება გამოტოვებული უბნების ჩასმა სარეაბილიტაციო პროცესში და წყალმომარაგების კომპანიის აბონენტთა რაოდენობა გაიზრდება 200 ოჯახით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი