ევროკავშირი მიგრანტების დასახმარებლად ერთ მილიარდ ევროს გამოყოფს. ევროპელმა ლიდერებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიუსელში გამართულ საგანგებო სამიტზე მიიღეს.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, თანხა ლიბანში, იორდანიასა და თურქეთში მოქმედ გაერო-ს წარმომადგენლობას გადაეცემა, ხოლო ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც მიგრანტების დიდი რაოდენობა ჩავიდა, დევნილთა სპეციალურ ცენტრებს გახსნიან. ევროპელი ლიდერები ასევე, ევროკავშირის გარე საზღვრების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
ცოტა ხნის წინათ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად კი, 120 000 მიგრანტს ევროკავშირის ქვეყნებში კვოტირების სისტემით გადაანაწილებენ. აღნიშნულ გეგმას აპროტესტებენ სლოვაკეთი, ჩეხეთი, რუმინეთი და უნგრეთი.
გაერო-ს მონაცემებით, წელს ევროპის ქვეყნებში 300 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.