თავდაცვისა და უშიშროების და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი - „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილეს, რომელიც კოლეგებს პარლამენტის წევრმა, ალექსანდრე ქანთარიამ გააცნო.
კანონპროექტის ინიციატორის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობით, სახელოვნებო, სასპორტო და სამხედრო უმაღლეს სასწავლებლებში ეროვნულ გამოცდებამდე, იმ უნარების გამოსავლენად, რაც აღნიშნულ სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად არის საჭირო, კონკურსი და შესარჩევი ტურები ტარდება.
„პანდემიით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მხოლოდ მიმდინარე წელს გვინდა, რომ ეს მოთხოვნა ამოვიღოთ და შესარჩევი ტურები ეროვნული გამოცდების პარალელურად ან მოგვიანებით ჩატარდეს, შესაბამისად, ცვლილებები ტექნიკური ხასიათის არის და კანონპროექტის ავტორები მისი დაჩქარებული წესით განხილვას ვითხოვთ“, - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.
კანონპროექტთან დაკავშირებით, მოსაზრება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რატი ბრეგაძემ გამოთქვა და აღნიშნა, რომ თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში აღნიშნული შესარჩევი ტურები უკვე ჩატარდა და შესაბამისად, კანონპროექტით მოთხოვნილი ცვლილება უმაღლეს სამხედრო სასწავლებელზე ვეღარ გავრცელდება. მინისტრის მოადგილემ ჩამონათვალიდან სამხედრო სასწავლებლის ამოღება მოითხოვა, რაც კანონპროექტის ინიციატორის მხრიდან გაზიარებულ იქნა. შესაბამისი ცვლილება კანონპროექტის მეორე მოსმენის რედაქციაში აისახება. კომიტეტის წევრებმა, აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით, კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.
ერთობლივი საკითხის განხილვის შემდეგ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, ასევე დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილეს. მომხსენებლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის, რატი ბრეგაძის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებებით თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას საგამოძიებო ფუნქციის შესრულების უფლება მიეცემა. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, კანონპროექტით შეთავაზებული ცვლილება სწორი გადაწყვეტილებაა და სამხედრო პოლიციას, რომელიც ასევე ასრულებს საგამოძიებო საქმიანობას, მეტი რესურსი და დრო დარჩება, რათა მან სამხედრო საქმეებთან დაკავშირებულ დანაშაულებებზე მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინოს. კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.