„ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ - ამ სახელწოდებით ჯანდაცვის სამინისტრო ახალ კამპანიას იწყებს, რომლის ფარგლებშიც მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.
კამპანია 18 ივნისს, წლიური ანგარიშის წარდგენისას, ჯანდაცვის მინისტრმა პირადად დააანონსა. ღონისძიებაზე, თემატური სტენდების სახით, წარმოდგენილი იყო, ერთი წლის განმავლობაში, სამინისტროსა და მისი სსიპ-ების მიერ სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე და შესრულებული პროექტები.
„ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ - კამპანიის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას დასრულებულ პროექტებს წარუდგენს და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.