ფესტივალი Tbilisi Open Air წელს აღარ ჩატარდება
23-06-2020, 16:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფესტივალი Tbilisi Open Air წელს აღარ ჩატარდება. განცხადებას ფესტივალის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

 

 

ფესტივალის ახალ თარიღად 2021 წლის 25-26-27 ივნისი დასახელდა.

 

 

„ალბათ, ყველა თქვენგანმა, ვინც წლებია „ოფენ ეარზე“ დადიხართ, იცით, თუ როგორ გვიმძიმს ახლა და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, თუმცა, სამწუხაროდ, ამჯერად უკვე დარწმუნებით გვიწევს, გითხრათ, რომ 2020 წელი Tbilisi Open Air-ის გარეშე ჩაივლის.



ჩვენი ფესტივალის დაარსების დღიდან მოყოლებული, ამ 11 წლის განმავლობაში, Tbilisi Open Air-ისთვის თითქმის არც ერთი წელი არ ყოფილა სირთულეებისა და გამოწვევების გარეშე. მეტიც, რამდეჯერმე ფესტივალის ჩატარება-არჩატარების საკითხიც კი დამდგარა. ყოველ წელს ჩვენ ამ სირთულეებზე თქვენთან ერთად ვიმარჯვებდით და წინ მივიწევდით. სამწუხაროდ, 2020 წელი უკვე ნამდვილად აღარ გვაძლევს იმის საშუალებას, ვიყოთ ისეთი თავისუფლები, როგორებიც ყოველწლიურად ვართ ხოლმე Tbilisi Open Air-ზე. ეს შეგრძნება თავისუფლებისა ჩვენს ცნობიერებაში Music Breaks Free სლოგანადაა ამოტვიფრული და არნახულ ძალასა და სტიმულს გვაძლევს. როდესაც ყოველ წელს თქვენთან ერთად სცენის წინ ვდგავართ, ვხვდებით, რომ უამრავი სირთულის მიუხედავად, ამ საქმეს თავს ვერასდროს დავანებებთ.



ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ, ფესტივალის ორგანიზატორები, უამრავ ადამიანთან ერთად ვცდილობდით, გვეპოვა გზა, რომლის საშუალებითაც ამ გადაწყვეტილების მიღება აღარ მოგვიწევდა. ვეცნობოდით ყველა მასალას და პროგნოზს, ვამუშავებდით ადგილობრივ და გლობალურ რეგულაციებს, ვაწარმოებდით კონსულტაციებსა და აზრთა გაცვლა-გამოცვლას ადგილობრივი და უცხოური ფესტივალების წარმომადგენლებთან, ვესაუბრებოდით ჩვენს არტისტებსა და კოლეგებს.



მიგვაჩნია, რომ თქვენს უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ფესტივალის დამსწრეები, ჩვენი არტისტები, პარტნიორები, სპონსორები, ვენდორები, სტაფი, მოხალისეები და მთელი ის უზარმაზარი ჩემპიონთა ოჯახი, რომლის ერთობაც ქმნის ფესტივალს - ბუნებრივია, ჩვენთვის პრიორიტეტი სწორედ ამ ადამიანების დაცვა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. უკვე აშკარაა, რომ მოქმედი ან მოსალოდნელი რეგულაციები არ გვაძლევს იმის საშუალებას, ამ ადამიანებს ის უსაფრთხოების გარანტია მივცეთ, რომელიც დიდი მასშტაბის საერთაშორისო ფესტივალს მშვიდად და აუღელვებლად ჩაგვატარებინებს, თუნდაც შემოდგომაზე. დედამიწის თითქმის ყველა წერტილში წელს დაგეგმილი დაახლოებით 2 000 ფესტივალიდან 1 900-ზე მეტი უკვე გაუქმდა ან გადაიდო. სამწუხაროდ, გამონაკლისი ვერც ჩვენ ვიქნებით.



გვსურს, მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გაიგებენ ამ პოზიციას და გვერდით დაგვიდგებიან. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად გადავლახავთ ამ ურთულეს პერიოდს და 2021 წელს ისეთ ფესტივალს შემოგთავაზებთ, რომელიც წლევანდელ იმედგაცრუებასა და ორწლიან მოლოდინს სრულიად აანაზღაურებს. ამ მიმართულებით მუშაობა ჩვენ უკვე დავიწყეთ.


შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვარღვევთ ტრადიციას და 2021 წლის ფესტივალის თარიღებს ახლავე ვაცხადებთ: Tbilisi Open Air 2021 ჩატარდება 25-26-27 ივნისს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 6
#6   jhon bill set
      
Need help picking the right music vibe for your day? Our expert consultants guide you through all the options, from classical elegance to party anthems – get in touch today. Best Bands For Corporate Events
19 ივლისი 2025 11:51
#5   kenwood bill set
      
Take advantage of reload bonuses that offer extra funds on deposits to extend your gaming sessions.Choose from a variety of slot formats, including classic three-reel slots, video slots, and feature-packed games. https://rockstarjournalism.com/
4 აპრილი 2025 08:58
#4   jhon bill set
      
Men wear a loincloth called “gando” and decorative headgear, while women wear “dakmanda” and bead ornaments. garo tribes
20 იანვარი 2025 06:55
#3   farhan
      
Império Filmes offers a comprehensive selection of entertainment, including movies, series, and anime, catering to a variety of genres such as action, adventure, romance, thriller, comedy, and more. Furia Flix HD
13 ოქტომბერი 2024 01:13
#2   farhan
      
ClearMind: A futuristic comedy that explores the complexities of technology and human behavior in a lighthearted, humorous way. ดูหนังออนลไน์
28 სექტემბერი 2024 17:48
#1   farhan
      
They’ve taken our past, but DANIEL MICHAEL X RAKIM THE GOD shows the truth. Click my YouTube I never ever knew that this could be the end of man;
22 სექტემბერი 2024 01:39
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი