ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, რომელიც კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში დავით საგანელიძის ადგილმონაცვლეა, დეპუტატობაზე უარს ამბობს.
მისი თქმით, ის არჩეული გამგებელია, პატივს სცემს თითოეულ ამომრჩეველს და რჩება გამგებლის თანამდებობაზე.
დავით საგანელიძე, რომელიც გუშინ საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარედ დაინიშნა, პარლამენტის წევრი "ქართული ოცნების" სიით გახდა და მას სიაში სწორედ ედიშერ თოლორაია ცვლის. თოლორაიას უარის შემთხვევაში, შემდეგი კანდიდატი, ვინც საგანელიძე უნდა შეცვალოს, ვლადიმერ აჩბაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.