"მიდის მუშაობა და მზადება ბიძინა ივანიშვილის ფიზიკურ ლიკვიდაციაზე"
24-09-2015, 01:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ წევრის, ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, ემიგრაციაში მყოფი ყოფილი ხელისუფლების გარკვეული წრეები, ბიძინა ივანიშვილის ფიზიკურ ლიკვიდაციას გეგმავენ.


როგორც ბათიაშვილმა „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, გარკვეული ჯგუფი წინასადაზვერვო სამუშაოებს ამზადებს, რათა ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის ტერორისტული აქტი განახორციელოს.


„დაახლოებით ორი წლის წინ, გავავრცელე ინფრომაცია იმის თაობაზე, რომ ემიგრაციაში მყოფი ყოფილი ხელისუფლების გარკვეულ წრეებში მიდიოდა ზოგადი საუბრები, ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის თაობაზე. ინფორმაცია მიღებული მქონდა აპრობირებული, სერიოზული წყაროებიდან, რომლებიც არსებობდნენ იმ პერიოდიდან, როდესაც მე საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარე ვიყავი. ამჟამად კი მინდა განვაცხადო შემდეგი, რომ ემიგრაციაში მყოფი ყოფილი ხელისუფლების გარკვეულ წრეებში უკვე მიდის მუშაობა და მზადება, ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის ტერორისტულ აქტზე. ეს მუშაობა შესულია სერიოზულ ფაზაში, შეიძლება ითქვას, შერჩეულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალთა ჯგუფი, ვინც ორგანიზება და შესრულება უნდა გაუკეთოს საქმეს. ჩამოსულია გარკვეული ჯგუფი, რომლებმაც სიტუაციის წინასწარი დაზვერვა უნდა გააკეთონ“, - განაცხადა ბათიაშვილმა.


ირაკლი ბათიშვილის შეფასებით, აღნიშნული ქმედება გამიზნულია ქვეყენაში დესტაბილიზაციის შესაქმნელად და ხელისუფლების შესაცვლელად.


„ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის შემთხვევაში, ისედაც საკმაოდ სუსტი და მყიფე მდგომარეობაში მყოფი ხელისუფლება, ხუხულასავით დაიშლება, პარლამენტში კოალიციაც დაიშლება, ხოლო დარჩენილი მთავრობა ადვილად დასამარცხებელი იქნება, მასობრივი არეულობის ინსპირაციის ფონზე“, - აღნიშნა ბათიაშვილმა.


მისივე განცხადებით, არსებული ინფორმაციის ფონზე, ხელისუფლებას და ძალოვან სტრუქტურებს სერიოზული მუშაობა და  სიფხიზლე მართებთ, რათა დესტაბილიზაციის საფრთხე თავიდან იქნას აცილებული.


„ყოველივე ამასთან დაკავშირებით, დღევანდელ ხელისუფლებას და მის ძალოვან სტრუქტურებს, სერიოზული სიფხიზლე მართებთ, მაგრამ ამ მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს, როგორც კომპეტენციის, ასევე, საიმედოობის თვალსაზრისით, რადგანაც ძალოვანი სტრუქტურები არაკომპეტენტური და არასაიმედო კადრებითაა გაძეძგილი. კადრებით, რომლებიც საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე იყვნენ წინა რეჟიმის დროს კუდ-ში და სოდ-ში და დღესაც საკვანძო თანამდებობები უკავიათ. ზოგიერთი მათგანი კი კვლავაც ლოიალურობით გამოირჩევა ყოფილი ხელისუფლების მიმართ. მინდა გითხრათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან და უშიშროების სამსახურიდან ინფორმაცია ყოველდღიურად წყალივით გადის. მიუხედავად ამისა, უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია ავიცილოთ“, - აღნიშნა ბათიაშვილმა „პირველ პრესკლუბში“.


pia.ge

კომენტარები: 1
#1   aleqsandre
      
wadit vafshe destabilizacia da likvidacia kiara deiqca qveyana tqven imdeni fuli gaqvt ver grcnoft da xalxs aqvs tqvenxela araaq da xalxis xarjze cxovrobt da patrulis danacheri fulit ragindat bolo bolo bicinas magari kidia vafshe imdeni fuliaq sadac unda iq wava vafshe eifenze icxovrebs mtlad iyidis da chven xalxs ras gverchit ragindat mara xalxis bralicaa exla ro ocnebam an nacionalebma gaimarjvon yvela dasaxvretia vinc xmas miscems am xalxs alasania meetrios da iyaros kenchi vafshe sadaa rvar chans da chabjutuli lampochkasavitaa. anda vafshe ar gvchirdeba prezidenti da mtavroba sarcheni visratunda mtel mtavrobas xalxi archens raze unda garchinos bazarshi ro 5 saatze 70 wlis qali yvels da kvercxs waixebs im qalma,, gaetriet vafshe mtavrobidan dawvit parlamenti yvela ujisho da gaumacxari rava maq midis yvela. xalxo gamofxizldit da raxac vqnat. me ocnebashi viyavi da gavimarjve mara aravis araferi arminda es mtavroba unda wavides cudi archevani gavaketet da amas imedia yvela chkuat myofeli xvdeba. aba tqvenicit qartvelebo
24 სექტემბერი 2015 17:40
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი