თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისი თქმით, დაახლოებით, სამ კილომეტრამდე გზის მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დასრულებულია, ასფალტის საფარის ბოლო ფენა უკვე დაიგო.
„ამჟამად, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ველობილიკები ეწყობა. ასევე, ტროტუარებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების ბუნებრივი ქვით მოპირკეთება ხდება. მიმდინარეობს შადრევნის სრული რეაბილიტაციაც, რაშიც ჩართულია ირაკლი ჟვანია და მინდა, მას თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. პარალელურად, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. ხე-მცენარეები დაირგვება იმ თარგებში, რომელიც გამზირზე განთავსდა. პროექტის ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზირზე ორი სკვერის მოწესრიგება მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ბოლო ეტაპზე საგზაო მონიშვნები დაიხაზება. ასევე, შეიცვლება განათების ბოძები და დამონტაჟდება LED სანათები. გამზირზე ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლებია გამოყოფილი, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეუფერხებლად შეძლოს გადაადგილება.
ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტი უახლოეს პერიოდში დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.