„ე.ი. თბს ბანკში, იპოთეკური სესხის დასაფარად ყოველ თვე ვიხდი 1070 ლარს. პანდემიის გამო ეკონომიკური პრობლემის დასაძლევად გადამივადეს 6 თვით (6500 ლარი) და დამიმატეს 8 წლის მანძილზე არსებულ გადასახადზე ყოველ თვე 40 ლარი, ასევე კიდევ ერთი წლით გამეზარდა სესხის ვადა, 6500 ლარის მაგივრად საბოლოო ჯამში 16 000 ლარი უნდა გადავიხადო. თქვენც ესე თაღლითურად მოგექცნენ? რომ ვეუბნები პრემიერმა სხვა რამ თქვა-თქო, მპასუხობენ, რომ პრემიერს ჩვენთან არ შეუთანხმებიაო. მოდით რა შევთანხმდეთ და ბოიკოტის ფარგლებში არავინ არ გადავუხადოთ სანამ ადამიანურ პროცენტს არ დაგვიწესებენ. ენდეთ ჩემს გამოცდილებას თუ ბევრნი ვიქნებით ბანკები დაწევენ პროცენტებს. ჩვენი ბანკების ხელში, მათი საპროცენტო, საკრედიტო პოლიტიკით საქართველოში საშუალო ფენა არასოდეს გვეყოლება, ჩანასახშივე ახრჩობენ იმათ, ვინც სიღარიბეს ცოტა აცდა", წერს სოციალურ ქსელში პარტია „მემარცხენე ალიანსის“ წარმომადგენელი კახა ძაგანია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.