მოძრაობა „ხალხისთვის“ პრემიერ მინისტრს ღია წერილით მიმართავს - covid-19-ის პანდემიის დროსაც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები საქართველოს ნაწილია
24-06-2020, 17:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოძრაობა „ხალხისთვის“  პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს.

 

 

მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ

 

 

ბატონო პრემიერ მინისტრო

 

 

მოგმართავთ, სამოქალაქო მოძრაობა ,,ხალხისთვის“ ახალგაზრდების სახელით:

 

 

მოგეხსენებათ, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. მრავალწლიანი ოკუპაციის პირობებში ჩვენი სახელმწიფო მუშაობს არაღიარების პოლიტიკაზე. ეს არის არის მთავარი საფუძველი, რომ დღემდე საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ე.წ დამოუკიდებლობას. თუმცა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ამ თემასთან დაკავშირებით შიდა პოლიტიკის დონეზე ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება.

 

 

ამის კიდევ ერთი დასტურია კოვიდპანდემიის პერიოდი.

 

 

როგორც ცნობილია, პანდემიის გავრცელების შემდეგ ოფიციალურ განცხადებებში თუ საიტზე - stopcov.ge, ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ ინფორმაციას  საქართველოში ინფიცირებული მოქალაქეების შესახებ. თუმცა, ამ სტატისტიკაში არსად ჩანს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები. არადა, სწორედ ეს მონაცემებია საერთაშორისო დონეზე ჩვენს ქვეყნაში ინფიცირების გავრცელების შეფასების წყარო.

 

 

გვესმის და ვიზიარებთ, რომ ოფიციალური მონაცემის შეგროვება ოკუპირებულ რეგიონებში გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება.

 

 

ამიტომ, მიგვაჩნია, რომ  ოფიციალურ განცხადებებში და სახელმწიფო საიტზე - stopcov.ge,  თუ ვერ შეძლებს ხელისუფლება სრულიად საქართველოს ზუსტი მონაცემების ასახვას, ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა მითითებული იყოს, რომ საქართველოს იურისდიქცია აღნიშნულ რეგიონებში ამ ეტაპზე ვერ ვრცელდება და, შესაბამისად, ინფორმაცია არ არის სრულყოფილი.  

 

 

ჩვენი თხოვნაა, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების საკითხები არ ამოვარდეს საშინაო და საერთაშორისო საზოგადოებრივი დღის წესრიგიდან და გავუფრთხილდეთ საქართველოს სუვერენიტეტს და იმიჯს.

 

 

ამიტომ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ აღმოფხვრათ ეს პრობლემა და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების თემა კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებშიც დაფიქსირდეს, როგორც ოფიციალურ განცხადებებში, ისე სახელმწიფო ვებ-გვერდზე.

 

 

ამასთან, შეგვიძლია შემოგთავაზოთ - ჩვენი მოძრაობა „ხალხისთვის“ მუშაობს ორივე რეგიონის კვლევებზე და  დაინტერესების შემთხვევაში ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას დიდი სიამოვნებით მოგაწვდით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი