გიორგი კვირიკაშვილი პარიზში ფრანგ კოლეგას, ლორან ფაბიუსს შეხვდა
24-09-2015, 02:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ფრანგ კოლეგას ლორან ფაბიუსს შეხვდა.


საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრთან ლორან ფაბიუსთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში გააქტიურებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი საფრანგეთის მხრიდან შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას, ასოცირების შეთანხმების ეფექტურ იმპლემენტაციისა და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში.


„საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იყო მრავალმხრივი დიალოგი ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩვენ გვაერთიანებს, მათ შორის, ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე საუბრისას, ჩვენ მივიტანეთ მთავარი გზავნილი, რომ საქართველომ მთლიანად შეასრულა საშინაო დავალება, რაც დაკავშირებული იყო ამ პროცესთან, ასევე მიგრანტების პრობლემამ, რაც არის ახლა ევროპაში და გამომდინარე ახლო აღმოსავლეთის კრიზისიდან, არ უნდა იმოქმედოს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესზე. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად მიიღო ეს გზავნილი. მან ასევე დადებითი შეფასება მისცა იმ რეფორმებს, რაც საქართველომ გაატარა ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებით“-აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდგომ გიორგი კვირიკაშვილმა.


მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება და ჟენევის მოლაპარაკებათა მიმდინარეობის პროცესი.


ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ლორან ფაბიუსს საფრანგეთის მთავრობის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის. ფრანგმა მინისტრმა, თავის მხრივ, დადებითად შეაფასა მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს მიერ გაწეული კონტრიბუცია და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში აქტიური ჩართულობა.


შეხვედარზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობას.


მინისტრებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე, როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა „საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან მკაფიო გზავნილი იყო, რომ საფრანგეთი გაცილებით მეტ პოტენციალს ხედავს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით“. ამ კონტექსტში მინისტრებმა ისაუბრეს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) შემდგომ თანამშრომლობასა და ახლო მომავალში, საქართველოში სააგენტოს ოფისის გახსნის შესაძლებლობაზე, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისებას და სხვადასხვა ბიზნეს-პროექტების განხორციელებას.


საქართველოს ვიცე-პრემიერის საფრანგეთში სამუშაო ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა. გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთს 2015 წლის 22-23 სექტემბერს ეწვია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი