საგარეო საქმეთა სამინისტროში წიგნის - „ტრეფიკინგის სახელმძღვანელო საკონსულო თანამდებობის პირებისათვის“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ხათუნა თოთლაძესა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს შორის შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც მისიის ხელმძღვანელმა მინისტრის მოადგილეს „ტრეფიკინგის სახელმძღვანელო“ გადასცა.
სახელმძღვანელო მომზადდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და ევროკავშირის მხარდაჭერით, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით. ინსტრუქციული ხასიათის პუბლიკაცია განკუთვნილია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის და მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა ტრეფიკინგის დანაშაულის ბუნება, სამართლებრივი ჩარჩო, რეფერალური მექანიზმები, ჩასატარებელ მოქმედებათა დეტალური აღწერილობა და სხვა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრი, მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ საკონსულო თანამდებობის პირებს ჰქონდეთ სათანადო ცოდნა და პროფესიული უნარები ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა დასაცავად და დასახმარებლად.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას და ევროკავშირს, რომელთა მხარდაჭერითაც უკვე მეორედ მომზადდა „ტრეფიკინგის სახელმძღვანელო საკონსულო თანამდებობის პირებისათვის“. სამინისტრო განსაკუთრებულ მადლობას უხდის ასევე ექსპერტს, სახელმძღვანელოს ავტორს, რუსუდან ტუშურს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.