დეპუტატი ენზელ მკოიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ახალგაზრდა სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა.
ენზელ მკოიანის განცხადებით, ქალაქ ნინოწმინდაში მდებარე სპორტსკოლა ავარიულ მდგომარეობაშია და აუცილებელია მოიძებნოს შესაბამისი სახსრები შენობის აღსადგენად.
„ხელმძღვანელებთან ერთად განვიხილეთ ეს საკითხი, რომ მოხდეს დროული რეაგირება, მოგვარდეს შენობის რეაბილიტაციის საკითხი, რათა სპორტსმენებმა შეძლონ ვარჯიშების გაგრძელება კომფორტულ, ჯანსაღ და შესაბამის პირობებში.
ჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ ჩვენს ახალგაზრდებზე და უზრუნველვყოთ მათი უსაფრთხოება. ისინი ჩვენი ქვეყნის სტაბილური და ბრწყინვალე მომავლის გარანტები არიან“, განაცხადა ენზელ მკოიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.