სახელოვნებო-შემოქმედებით, სასპორტო ან სამხედრო უმაღლესი სასწავლებლების აბიტურიენტებს ამ დაწესებულებათა მიერ კონკურსის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გავლის პირობა მოეხსნებათ
25-06-2020, 14:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე მუხლობრივად განიხილეს და მხარი დაუჭირეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

 


წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, იმ აბიტურიენტის მიმართ, რომელსაც სურს 2020 წლის ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხოს სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ ან სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, იხსნება ამავე დაწესებულებების მიერ შესაბამისი კონკურსის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გავლის პირობა.

 

 

ეს განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის დაწესებული შეზღუდვების შედეგად სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე, სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეფერხდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსების ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე მომზადებისა და ჩატარების პროცედურები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი