დიდუბის გამგეობა რაიონის მასშტაბით სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას განაგრძობს.
ამჯერად, ცაბაძის ქუჩაზე 4 700 კვ.მ ფართობზე ასფალტის პირველი ფენა იგება. სავალ ნაწილთან ერთად, შეიცვალა დაზიანებული ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები. სამუშაოების საერთო ღირებულება 249 000 ლარს შეადგენს.
აღნიშნულ ქუჩაზე კომპანიამ „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერი“ მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია განახორციელა - დაზიანებული წყლის მილები ახლით შეცვალა, რის შემდგომაც გამგეობამ ასფალტის საფარის მოწესრიგება დაიწყო.
ცაბაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.