საბურთალოს რაიონში, ჰომერის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოების შედეგად, 5 327 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. აღნიშნულ მისამართზე უკვე 500 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ამ დროისთვის გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და საკრებულოს წევრი თინათინ ნიბლოშვილი გაეცნენ.
„აღნიშნულ ქუჩაზე მოსახლეობას წლების განმავლობაში გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ტერიტორიაზე უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და დაიგება ორფენიანი ასფალტის საფარი. პროექტის დასრულების შემდეგ კი, კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
საგზაო სამუშაოებს კომპანია „ლ. ენდ ლ“ ასრულებს. პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსებულია 600 000 ლარით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.