ეს არის სიყვარულის, განახლების, ქველმოქედების დღე, ასოცირდება გამარჯვებასთან, მშვიდობასა და სიკეთესთან, ეს დღე არის სიმბოლო სიკეთის გაარჯვებისა ბოროტებაზე, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მდებარე მეჩეთში შეკრებილებს, რომლებიც ყურბან-ბაირამის დღეასაწაულს აღნიშნავენ.
"მეორე წელია, აქ მოვდივარ და თქვენთან ერთად ვზეიმობ ამ დღესასწაულს. ჩვენი ერის მთავარი სიმდიდრეა ის, რომ საუკუნეების განმავლობაში გამორჩეული ვიყავით ჩვენი ტოლერანტობით. ჩვენ გვაქვს უნიკალური ტრადიცია და საქართველო არის უნიკალური ადგილი. ჩვენთან საუკუნეების განმავლობაში ძმურად ცხოვრობდნენ ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები, როლებიც ვიზიარებდით ჩვენი ქვეყნის სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას",-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო უნდა იყოს მშვიდობის, კონსენსუსის, ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულის ადგილი.
"ჩვენ ასე გვესმის, ასე ესმოდათ ჩვენს წინაპრებს და ეს არის ტრადიცია, რომელსაც ერთგულად გავაგრძელებთ. ჩვენი მუსულმანები, ჩვენი მოქალაქეები არიან ისეთივე თანასწორნი, როგორც ყველა დანარჩენი სხვა რელიგიის წარმომადგენლები. ჩვენი სახელმწიფო არასოდეს დაუშვებს საზოგადოების დაყოფას სხვადასხვა რელიგიების მიხედვით. ჩენი ქვეყანა უნიკალურია იმ მხრივაც, რომ ჩვენთან სხვადასხვა რელიგიის წარმომდგენლებს ერთმანეთთან საოცარი ძმობა და ურთიერთგაგება აქვთ და ამას ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის სიყვარულით. ჩვენი მთავარი ძალაა სიყვარული, რომელიც გვაერთიანებს",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს მსოფლიოში საკმაოდ რთული ვითარებაა - ახლო აღმოსავლეთში, ერაყში, სირიაში, ადამიანები, რომლებიც აცდენილნი არიან ჭეშმარიტების გზას, გამოდიან ისლამის ან ქრისტიანობის სახელით და ათასობით ადამიანს არასწორ გზაზე აყენებენ.
"მთავარი არის ის, რომ ადამიანებს დააკლდათ სიყვარული და აქედან მომდინარეობს ყველა დანარჩენი პრობლემა. ჩვენდა საბედნიეროდ, ჩვენ ჭეშმარიტების გზას არასოდეს გადავუხვევთ",-აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დაამატა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული საქმე, რელიგიის სააგენტოს შექმნის თაობაზე, ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებას ემსახურებოდა მიზნად.
"რელიგიის სააგენტომ 74 ნაგებობას მიანიჭა სტატუსი და გადასცა მუსლიმთა სამმართველოს. 20-დე მეჩეთს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, ამას მომავალ წელსაც გავაგრძელებთ. ჩვენ გვსურს, ყველას თანაბრად ვცეთ პატივი, პირველად საქართველოში ჩვენდ ვოიწყეთ კომპენსაციების გადახდა ჩვენი მუსლიმი, ებრაელი, კათოლიკე, გრიგორიანული ეკლესიის წარმომადგენლებისთვის. ჩვენ გვსურს, ყველანი ვიყოთ ერთიანი და გვქონდეს საერთო მიზანი - მიზანი, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ქართულ სახელმწიფოს. ეს არის არჩევანი, რომელიც საუკუნეების წინ ჩვენმა დიდმა მეფეებმა გაკეთეს. ეს არის ტოლერანტობის, ძმობის და სიყვარულის არჩევანი",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.