გიორგი გახარია: „რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ყველა ფაქტზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება“
26-06-2020, 12:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

 

 

„ჩვენი დღევანდელი მოხსენება, რომლითაც ჩვენ პირველ რიგში მოქალაქეების წინაშე წარვდეგბით, არის მიმართული იმისკენ, რომ ჩვენ ვისაუბროთ შედეგზე  კონკრეტული ოთხი მიმართულებით.

 

 

დღეს, რა თქმა უნდა, უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეს ის საფუძველია, რომელზეც შემდგომში უნდა დაშენდეს განვითარებული, წარმატებული სახელმწიფო და რომელმაც უნდა შექმნას ფუნდამენტური საფუძველი, რომ ჩვენ შეგვეძლოს ვისაუბროთ ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებაზე.

 

 

მაგრამ აქ, რა თქმა უნდა, უნდა დავიწყოთ უსაფრთხოებით, რამეთუ დღეს საქართველოს ფუნდამენტურ გამოწვევას წარმოადგენს ოკუპაცია. რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად და ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ 20 პროცენტზე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის შეზღუდვა, რომელიც რეალური ფაქტორია ქვეყნის შემდგომი განვითრებისთვის.

 

 

ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ 20 პროცენტი ჩვენი მიწის ან ტერიტორიის შეზღუდვა, ეს არის ყველა სფეროს, პირველ რიგში, ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ვართ შეზღუდული 20 პროცენტით. ეკონომიკაა შეზღუდული კიდევ უფრო მეტად“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

გახარიას თქმით, რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ყველა ფაქტზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, პასუხს აგებს.

 

 

„ბორდერიზაციით დაწყებული, ადამიანის გატაცებით, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის, ჯანმრთელობის უფლების შეზღუდვით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვით, ყველა ეს მიმართულება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ყველას კარგად გვესმის, რომ ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ყველა ამ ნაბიჯზე არის პასუხისმგებელი. გარდა ამისა, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ცხინვალის რეგიონი, ისევე როგორც აფხაზეთი, ოკუპაციის ტერიტორიის იქითა მხარეც, ეს არის ჩვენი მოქალაქეები და ყველა ის სახელმწიფო სერვისი და მომსახურება, რომელსაც ჩვენ ვაწვდით ჩვენს მოქალაქეებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ყველა ჩვენი მოქალაქისთვის ეს ხელმისაწვდომი იყოს“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი